logo
ENG



EU-ს ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების კლასტერების გახსნაზე შეთანხმდნენ

12 ოქტ 202621:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/12/dol8j8dhzcmbf7p.jpeg

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ორი კლასტერის გახსნაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნას, მონტენეგროსთვის სამი მოლაპარაკების თავის დახურვას, ხოლო ალბანეთისთვის ერთი თავის დახურვას დათანხმდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის, ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თომას ბირნი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

„მონტენეგროს ორშაბათს“ ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი“ მოჰყვება“, — წერს ბირნი.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ:

  • უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე;
  • მონტენეგროსთვის 17-ე, მე-18 და მე-19 მოლაპარაკების თავების დახურვაზე;
  • ალბანეთისთვის მე-20 მოლაპარაკების თავის დახურვაზე.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები თემატურ კლასტერებსა და ცალკეულ თავებს მოიცავს. მათი გახსნა და დახურვა კანდიდატი ქვეყნის მიერ შესაბამისი მოთხოვნების შესრულებასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობაზეა დამოკიდებული.

მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა ან ცალკეული თავების დახურვა ევროკავშირში გაწევრიანებას არ ნიშნავს, თუმცა კანდიდატი ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია.

 


close დახურვა