logo
ENG



რუსეთის იერიშის შედეგად ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, დაიღუპა 3 ადამიანი

13 ოქტ 202612:14
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/13/5if5o64jbae2hy7.png

რუსეთი აგრესიულ ქმედებებს აგრძელებს და კვლავ სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს. ოკუპანტების იერიშის შედეგად ხარკოვში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს. სამაშველო სამუშაოების დროს დაშავდა ერთ-ერთი მაშველი. დაშავებულთა რიცხვი კი 11-ამდე გაიზარდა. 

დილით რუსებმა იერიში მიიტანეს კიევსა და ლვივზეც. დედაქალაქში დრონის ფრაგმენტები დარნიცკის რაიონში მდებარე კერძო სახლს დაეცა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ღამით 15 რაკეტა და 108 დრონი გამოიყენეს. 

 


close დახურვა