სამართალდამცავებმა ავთანდილ ბილანიშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის „კაწროს“ მეტსახელით არის ცნობილი, დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. სამართალდამცველები მოქმედებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.
