logo
ENG



ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

24 ოქტ 202614:21
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/24/jqz993cocbjeys1.png

გურიაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი" და "ამფეტამინი". ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა