logo
ENG



ზელენსკი: ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა

01 ნოე 202617:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/01/juo1zzgh4n7m6sv.png

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, რაკეტების მწარმოებელ საწარმოს დაარტყეს. ზელენსკის თქმით, ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "პანცირ-S2"-ს და "S-400 ტრიუმფის" სამეთაურო-საშტაბო მანქანას დაარტყეს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

"ჩვენი შორი მოქმედების სანქციების სამიზნე როსტოვის ოლქი გახდა. დაზიანდა კამენსკის კომბინატი - რუსეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმო, რომელიც რაკეტების წარმოებაშია ჩართული.

ასევე დაზიანდა საზენიტო-სარაკეტო სისტემა "პანცირ-С2" და С-400 "ტრიუმფის" სისტემის სამეთაურო-საშტაბო მანქანა. დარტყმის შედეგად დაზიანებული საჰაერო თავდაცვის საშუალებების საერთო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონ დოლარს შეადგენს.

მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მებრძოლებსა და თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებს სიზუსტისთვის!", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი სამართლიანად იცავენ თავს რუსეთის აგრესიისგან და ყველაფერსაკეთებენ იმისთვის, რომ შეამცირონ რუსეთის შესაძლებლობები, რათა შეწყვიტოს აგრესია.


close დახურვა