
სიძულვილისს ენის შესახებ საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველო კონფერენციას მართავს. მომხსენებლები ყურადღებას ამახვილებენ საპრეზიდენტო არჩევნების დროს სიძულვილის ჯგუფებისა და გვერდების გააქტიურებაზე და ამბობენ, რომ ეს პრობლემაა. ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სიძულვილის ენის კანონის რეგულირება საფრთხის შემცველია სიტყვის თავისუფლებისთვის.
„ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ხშირად გვხვდება ასეთი ფაქტები მედია საშუალებების მიერ გავრცელებული და ასევე წინასაარჩევნო პერიოდში კონკრეტულო ადამიანებიც ხდებიან ზუსტად ამ სიძულვილის ენის გამოყენებით თავდასხმის ობიექტები“,-განაცხადა ეკა გიგაურმა.
ბოლო ინფორმაციით საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ რეკლამებში სიძულვილის ენას აღარ დაარეგულირებს.