logo
ENG



თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

27 ნოე 202610:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/27/5q2g0xnizkp1hvx.png

თურქეთის დიდი ასამბლეის სპიკერი, ნუმან ქურთულმუში ბათუმში მომხდარ არეულობას ეხმაურება და ამბობს, რომ - ,,საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოწოდებით - „თავისუფლება პალესტინას!“- გამოვიდნენ - მიუღებელია''.

“მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეული პოზიციის მიმართ ძალადობით პასუხი სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან შეუთავსებელია და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს”, - წერს ქურთულმუში.

სპიქერის თქმით, ისინი ყოვეთვის დაიცავენ საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს.

“მოველით, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს”.


close დახურვა