საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს.
საპატრიარქოს ცნობით, დღეს, 15:00 საათზე იგი დასვენებული იქნება სიონის საპატრიარქო ტაძარში.
"ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში აღევლინება 28, 29 და 30 ნოემბერს.
დაიკრძალება 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია მძიმე ავადმყოფობის შემდეგად, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა.
