logo
ENG



რუსეთის ეკლესიამ ელადის ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა

02 ნოე 201919:28
3 წუთის საკითხავი
clock 1859
i03s3m5zptgprim.png

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ელადის ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსული ეკლესიის შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას უკავშირდება. 

როგორც რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა განმარტა, ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპისკოპოსთან არ მომხდარა. მისივე განმარტებით, კავშირის გაწყვეტა შეეხება ყველა იმ წინამძღვარს, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

"მგონია, რომ უკვე ხვალიდან, საკვირაო ქადაგებისას ჩვენი პატრიარქი, ელადის წინამძღვარს ლოცვებში აღარ მოიხსენიებს", - დასძინა მიტროპოლიტმა. 

2018 წლის 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა. სინოდმა ასევე 1686 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რის მიხედვითაც, რუსეთის საპატრიარქოს უფლება მიენიჭა კიევის ეკლესიის მიტროპოლიტი დაენიშნა. ამის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტიული კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა. მოგვიანებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია საბერძნეთის ეკლესიამაც აღიარა.  



close დახურვა