logo
ENG



საზოგადოებისთვის საეთერო დრო კვირაში 3 საათი მაინც გამოიყოს - საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა

03 ნოე 201917:23
3 წუთის საკითხავი
 
onl99kjlqeivh1e.png

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" სახალხო მოძრაობა "ამომრჩეველთა კავშირის" საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორებს  5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ, ესენია:

  • გაათავისუფლდეს ამდროინდელი გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე; 
  • სამეურვეო საბჭო აირჩიოს ხალხმა და არა პარტიებმა;
  • დაუბრუნონ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას; 
  • მისცენ თავისუფალი ტრიბუნა საზოგადოებას;
  • ტელევიზიაში კვირაში სამი საათი დამოუკიდებელი სარედაქციო გადაცემები იყოს.

"5 მოთხოვნაა და ერთ-ერთი მთავარი, აუცილებელი პირობაა, საზოგადოებას, რომელიც აფინანსებს ამ ტელევიზიას, საბჭოში ჩვენ წარმოდგენილები არ ვართ. აუცილებელია საზოგადოებისთვის საეთერო დრო კვირაში 3 საათი მაინც გამოიყოს. მეორე - უნდა შეიცვალოს დაკომპლექტების წესი. 9 კაცი, ვინც იქაა წარმოდგენილი, პარტიის წევრები არიან და დამოუკიდებელი, უპარტიო წევრი არ არსებობს. მესამე პუნქტია ის, რომ მაღლაფერიძე გადადგეს. ეს ტელევიზია უნდა გადაკეთდეს სააქციო საზოგადოებად და აქციები მოსახლეობას გადაუნაწილდეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გუჯა შვანგირაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დააანონსა, რომ აზარტული თამაშების შესახებ რეკლამებს აღარ გაუშვებდა, "ქართული დასის" წარმომადგენლები სწორედ საზოგადოებრივთან შეიკრიბნენ. მათ აზარტული თამაშების საერთოდ აკრძალვა მოითხოვეს.


close დახურვა