საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და კონკრეტულად მეუფე ზოსიმესთან გავრცელებულ სექსუალური ბრალდებებს თავად ეკლესიის ავტორიტეტის შელახვად აფასებს. მღვდლები კი მიმდინარე მოვლენებს დასავლეთის პროპაგანდას უკავშირებენ.
"იმ ძალების ინტერესებში, ვინც ზოგადად ებრძვის ეკლესიას და, რა თქმა უნდა, ესაა ეკლესიის მიმართ გამართული ბრძოლა. იმ სიბინძურეების ნიაღვარზე, რომელზეც განცხადება ჯერ კიდევ 2017 წელს გავაკეთე, რომ ამას ამზადებს გარკვეული ჯგუფი და ერთ-ერთი პიროვნება, რომელზეც აღარ მინდა კომენტარი გავაკეთო, არა გამორიცხული კიდევ დამატებითი ცრუ ბრალდებები და სიბინძურეები მოვისიმინოთ,"- განმარტავს საპატრიარქოს იურისტი.
სასულიერო პირთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავს რთულ ვითარებაში ერთმორწმუნე რუსეთის როლი მნიშვნელოვანია.
"იმის დაჯერება მიჭირს რომ ეს ფაქტი მოხდა და იმის დაჯერებაც მიჭირს, რომ მღვდელი ტყუილს ყვება. თუ არსებობს ასეთი მანკიერებმა უნდა განიხილოს სინოდმა,"- განმარტავს ერთ-ერთი მღვდელი.
როგორც მღვდლები მედიასთან ყვებიან, მართლმადიდებელ ერს გაქრობა არ ემუქრება.
"თუ ეს ასე მართლა იყო, ვაგლახ მას. ან მშიშარა ყოფილა ან მოგზავნილი დასავლეთის პროპაგანდისტული მანქანით, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ გვყავს 150 მლნ. რუსი მართლმადიდებელი პოტენციური ერი. მართლმადიდებელ ოჯახს არ ემუქრება გაქრობა, რადგან ზუსტად ქართული ერი რუსეთთან ერთად შევხდებით ქრისტეს,"- აცხადებს ერთ-ერთი მღვდელი.