logo
ENG



14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს უკრაინის პატივსაცემად სახელები გადაარქვა

26 აგვ 202217:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/hgby6iqwqo8v8hs.png

14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს უკრაინის პატივსაცემად სახელები შეუცვალა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქუჩებისთვის სახელების შეცვლა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვას უკავშირდება.

"დღესდღეობით Ukraine Street (უკრაინის ქუჩა) კამპანიის ფარგლებში, 14-მა ქვეყანამ 20-მდე ქუჩასა და მოედანს სახელები შეუცვალა. ესენია: ჩეხეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ალბანეთი, სლოვაკეთო, ნორვეგია, კანადა, უნგრეთში, ესტონეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი და აშშ.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ალბანეთში, ნორვეგიასა და კანადაში უკრაინული სახელწოდებები დაერქვა იმ ქუჩებს, სადაც რუსეთის დიპლომატიური დაწესებულებებია განთავსებული. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლუქსემბურგში გახსნეს კიევის ბულვარი, ხოლო ნიუ-იორკში, ბრუკლინში ბრაიტონ ბიჩ ავენიუს გზაჯვარედინს სახელწოდება შეეცვალა და დაერქვა უკრაინული გზა. მადლობას ვუხდით მსოფლიოს მხარდაჭერისთვის", - ამბობენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

 


close დახურვა