ბიძინა ივანიშვილი ლევან ვასაძეს და მის აქტივისტებს სამომავლო სატელიტად, შესაძლოა, განიხილავდეს - კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ივანიშვილი-ვასაძის შეხვედრის შესახებ ცნობილი გახდა. მისი თქმით, კაცური კოდექსის გამო ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილი ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან აუდიენციის დეტალებს არ ყვება.
„პატრიოტთა ალიანსი" პირველია ვინც ღიად თქვა, რომ ბიზნესმენთან თანამშრომლობისთვის მზად არის და ვასაძესთან რუსეთის მიმართ ლოიალური მიდგომები აკავშირებს. რა ფორმას მიიღებს ეს პარტნიორობა - ადა მარშანიამ არ იცის, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა. რაც შეეხება, კოალიციურ მთავრობას, „პატრიოტთა ალიანსი" არ გამორიცხავს, რომ ვასაძე პოლიტიკაში „ქართული ოცნების" დასაყრდენი გახდეს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლევან ვასაძე და „ქართული მარში“ არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გააქტიურდება. დაკვეთა კრემლიდან მოდის და მიზანი 2020 წლის არჩევნებზე, პარლამენტში პრორუსული ძალების მობილიზებაა.
ლევან ვასაძე ამ დრომდე რუსეთის მოქალაქეა. მას განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს კრემლთან დაახლოებულ პირებთან. მათ შორის არის ალექსანდრ დუგინი, რომელიც ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელია და ღიად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.
