logo
ENG



ეს შეთავაზება ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლია - კონსტიტუციონალისტები გერმანულ მოდელზე

16 ნოე 201917:09
3 წუთის საკითხავი
 
u77zjrki343dole.png

მმართველი გუნდი ცრუობს - ასეთია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე ოპოზიციისა და კონსტიტუციონალისტების რეაქცია. მმართველი პარტია ე.წ. გერმანული მოდელის შემოღებაზე იმ მოტივით ამბობს უარს, რომ არჩევნების ეს წესი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სპეციალისტები ამბობენ, რომ წინააღმდეგობა არ არსებობს და პოლიტიკური ნების შემთხვევაში, არჩევნების ახალი წესით ჩასატარებლად ორგანული კანონის შეცვლაც საკმარისი იქნება.  კონსტიტუციონალისტების თქმით, ამისათვის საჭიროა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. 

„კონსტიტუციის არსებული ჩანაწერის შესაბამისი რეგულაციები შესაძლებელია ჩაიწეროს საარჩევნო კოდექსში და 76 დეპუტატის მხარდაჭერით იქნას მიღებული. ანუ საუბარია იმაზე, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, პარტიებმა არჩევნებში შეძლონ იმდენი დეპუტატის გაყვანა პარლამენტში, რამდენი მხარდაჭერაც ექნებათ რეალურად მათ პროპროციულ არჩევნებზე",- აცხადებს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. 

დარგის სპეციალისტების განმარტებით, არსებულ მოცემულობაში ერთადერთი, ვინც კონსტიტუციას არღვევს, ეს თავად ხელისუფლებაა.

„ეს შეთავაზება არის ოპოზციის მიერ მთავრობისთვის გადაგდებული სამაშველო რგოლი, რადგან ესაა გამოსავალი კონსტიტუციური კრიზისიდან, რაც მთავრობამ შექმნა - თავისი პირველი ტყუილით, როცა დაპირება გააუქმა და მეორე ასეთი უმწეო თავდაძვრენით, თითქოს ხუნდაძე იღებს რაიმე გადაწყვეტილებას. თუ კონსტიტუციას ვინმე არღვევს, პირველ რიგში, ეს მთავრობაა", - განმარტავს გიორგი მელაძე.


close დახურვა