logo
ENG



14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

12 აგვ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 

"მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე,მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას", -  განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.

გარდა ამისა, კვების ობიექტები ღამის 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, ვეღარ გაიმართება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.


close დახურვა