
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ასევე, არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები.
"14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა", - თქვა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულმა ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რა შეზღუდვები ამოქმედდება 14 აგვისტოდან წაიკითხეთ აქ.