logo
ENG



14 წლის გოგოს მკვლელობა - დროება

08 ოქტ 202322:25
3 წუთის საკითხავი
 

14 წლის გოგოს მკვლელს ჯერ კიდევ ეძებენ. ის საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრია, რომელმაც 2 თვის წინ, დმანისიდან არასრულწლოვანი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ბავშვი, აითაჯ შახმანოვა მისი და ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გაიტაცა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. მკვლელობაში ბრალდებულ 28 წლის ალიმ ასლანოვს ალბათ დაიჭერენ და გაასამართლებენ, თუმცა ამ დანაშაულის თანამონაწილე ბევრი სხვაცაა. ადგილობრივი თემი, ავტორიტეტები, არაქმედუნარიანი სახელმწიფო ინსტიტუტები. დროება ენითაუწერელ სისასტიკესა და დაუცველობაზე, რომელიც ჩვენს გვერდით ხდება და საზოგადოების და სახელმწიფოს სრულ უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.


close დახურვა