logo
ENG



14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

12 აგვ 202117:02
3 წუთის საკითხავი
 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალუკრი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. რეგულაცია არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. 

"მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე,მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზეროგორიცაა ქორწილიქელეხი და .შეგახსენებთმსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვისობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარითხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას", -  განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.

გარდა ამისა, კვების ობიექტები ღამის 00:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათამდე იმუშავებენ. ამასთან, ვეღარ გაიმართება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები.


close დახურვა