აითაჯის მკვლელობის საქმეს თან ერთვის მტკიცებულებები, საიდანაც ირკვევა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ბავშვმა მოძალადის სახლის ფანჯრიდან გადახტომა და გაქცევა მოახერხა. აითაჯმა, სოფელ იორმუღალოდან ფეხით იარა კახეთის ცენტრალურ გზატკეცილამდე - სოფელ ბადიაურამდე და ამ ადგილიდან დაურეკა დედას - სავარაუდოდ, ბავშვმა მშობელს უთხრა, რომ გამოიქცა და სახლში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ პასუხად მიიღო რომ დედა შვილს სახლში არ დაიბრუნებდა.
14 წლის გოგოს მკვლელობის საქმე - შაბათის ფორმულა
14 ოქტ 202320:20
3 წუთის საკითხავი