logo
ENG



15-მა პარტიამ ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი

16 მაი 202121:17
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/16/mhd1b3768wdnxjg.jpeg

თბილისის პრაიდის ინფორმაციით, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტქი უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ხელმომწერებს შორისაა: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი - მეტი თავისუფლება, კანონი და სამართალი, პროგრესი და თავისუფლება, დროა, სამართლიანობისთვის, თავისუფალი დემოკრატები, რეფორმერი, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო. შეთანხმებას არ აქვს მმართველი გუნდის, ქართული ოცნების ხელმოწერა. 

"საქართველოში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებში არსებობდეს ერთიანი პოზიცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესახებ", - ამბობენ თბილისი პრაიდში.

მათი თქმით, სწორედ ამ მიზნით მიმართეს ყველა ძირითად პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში და 15 პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი:

  • მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად;
  • დაიცავს თითოეული მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა; 
  • არ დაუშვებს პოლიტიკურ პროცესში ჰომოფობიის ნიადაგზე სოციალური შუღლის გაღვივებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. 

"იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დეკოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში. 

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, მოხარულები ვართ, რომ 15 პოლიტიკურ პარტიას აღმოაჩნდა მზაობა, სიმბოლური, თუმცა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განაცხადის გასაკეთებლად", - აცხადებენ თბილისი პრაიდში.


close დახურვა