
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კანდელაკი არჩილ თალაკვაძისა და კახა კალაძის კომოს ტბაზე დასვენებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მედიას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს. კანდელაკის თქმით, ის გუშინ ჩაამოფრინდა თბილისში და სწორედ მასთან ერთად მგზავრობდა არჩილ თალაკვაძეც სტამბულიდან თბილისამდე.
"ბატონი არჩილ თალაკვაძე დილიდან გვიმტკიცებს არანაირ კომოს ტბაზე არ წავსულვარ და ცილს მწამებს სრულიად მედიაო. რადგან ჩვენმა პატივცემულმა თავმჯდომარემ თავდაჯერებულობის დემონსტრირება ასეთ აღმატებულ და საზეიმო ტონში გადაწყვიტა, მიდა მას კითხვით მივმართო: ბატონო არჩილ, წუხელ, შემთხვევით, ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად სტამბოლიდან ერთი რეისით ხომ არ ჩამოფრინდით? მე და გიგი წერეთელი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობიდან დავბრუნდით და თქვენ სად ბრძანდებოდით ხომ ვერ გაგვიმხელთ? რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, „უკიდურეს მიკერძოებაში“ ამხილოთ",-წერს კანდელკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ჟუნრალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ ტელეკომპანია "ფორმულასთან" სესათანხმებელი არაფერი აქვს და მედია სტანდარტების დარღვევაში დაადანაშაულა.