22 ნოემბერს გამართულ უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის ღონისძიებას ქართული დელეგაციაც დაესწრო. წილისყრაზე გაირკვა, რომ ნახევარფინალში ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალურ დაპირისპირებას საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ნიონში გამართული ღონისძიების შედეგები ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა შეაფასეს.
ვლადიმერ ვაისის თქმით, საქართველოს ნაკრებს წინ დიდი გამოწვევა აქვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილი ყველა ჯგუფს აქვს.
„წილისყრაში საკმაოდ გაგვიმართლა და ახლა დროა რომ ჩვენი სიძლიერე მოედანზეც დავამტკიცოთ. ბელარუსის ნაკრები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, მთელი კონცენტრაცია მათთან თამაშზე უნდა გადავიტანოთ, ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილი ყველა გუნდს აქვს და ჩვენ საკმაოდ მძიმე ბრძოლა გველოდება“, - განაცხადა ვაისმა.
საქართველოს ფედერაციის ნაკრების პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ნაკრებისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ნაკრებისთვის, პირველ რიგში, ბელარუსთან ნახევარფინალში თამაშია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი პასუხისმგებლობა, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსთან 26 მარტს ნახევარფინალის თამაში“, - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.
