logo
ENG



15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია

15 დეკ 201918:06
3 წუთის საკითხავი
 
ux5zuvoghiu45zc.jpg

 

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ისევ კრიტიკულად მძიმეა. მოზარდი, უკვე რამდენიმე დღეა, იაშვილის სახელობის კლინიკაშია. მას რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 

"პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და არის კვლავ მძიმე. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მართვით სუნთქვაზე. აქტიურად უტარდება ქალა შიდა წნევის კონტროლი, რომელიც უცვლელია. ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი რაიმე ტიპის ქირურგიული ჩარევა. იმყოფება მედიკამენტოზური მდდგომარეობის ქვეშ. გვაქვს მრავლობითი მოტეხილობები. ტვინის შეშუპება არ გამოვლენილა", - განაცხადა ნეიროქირურგმა ლევან თარუაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. კერძოდ, მოზარდმა სკოლის შენობაზე წარწერა დატოვამ, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.  

 


close დახურვა