logo
ENG



15 ათასზე მეტი ბავშვი მძიმე შრომაში - არასრულწლოვნები საარსებო მინიმუმის მოსაგროვებლად

04 ივლ 202019:56
3 წუთის საკითხავი
 

მძიმე და არაადამიანურ შრომაში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 15 ათასზე  მეტი ბავშვია ჩართული. საწყობებში ტვირთის ზიდვა, საამქროები, მშენებლობა,  ჯართის შეგროვება - ესაა იმ საქმიანობების არასრული ჩამონათვალი, სადაც მცირეწლოვნები და მოზარდები  საარსებო მინიმუმის მოსაგროვებლად მუშაობენ.  

ხშირ შემთხვევაში ადამიანები მცირეწლოვნებს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ ასაქმებენ.

განსაკუთრებით  მძიმეა  იმ ბავშვების მდგომარეობა , რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. პანდემიიისგან გამოწვეულმა სიდუხჭირემ თითქმის გააორმაგა მძიმე შრომაში ჩაბმული ბავშვების რაოდენობა. 


close დახურვა