ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
"უკვე 15 ივნისს პირველი მატარებელი ერევანი-ბათუმი თბილისის გავლით დაიძრება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან ტურისტები ჩამოვლენ და ესტუმრებიან საქართველოს, ჩვენს შავი ზღვის პირა კურორტებს, ჩვენს დედაქალას, სხვა ტურისტულ ადგილებს", - თქვა თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოში ტურისტულმა ნაკადებმა იმატა.