15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორმულას“ კლინიკაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა და მე-9 სართულიდან გადმოხტა. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის ინფორმაციით, მოზარდზე პოლიციაში ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.