
ნიურნბერგში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი საშობაო ბაზრობა გაიხსნა. ცერემონია, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ტაძრის წინ გაიმართა. საშობაო ბაზრობის გახსნა თეატრალიზებული წარმოდგენით აღნიშნეს. ტკბილეულისა და სასმლის დაგემოვნება, ასევე საშობაო საჩუქრების შეძენა ბაზრობის სტუმრებს 24 დეკემბრამდე შეეძლებათ.