როდის ჩანიშნავს პარლამენტი პლენარულ სხდომას, რომელზეც უზესაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაამტკიცონ, ამ ეტაპისთვის საკანონმდებლო ორგანოში თარიღს არ ასაჯაროებენ.
კანდიდატების სიას კი მიუღებლად მიიჩნევს და აპროტესტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი. ნაზი ჯანეზაშვილი თვლის, რომ პარლამენტმა ეს კანდიდატები არ უნდა დაამტკიცოს.
„ის კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა პარლამენტში, დარღვევებით არიან შერჩეულნი. ვერც ერთი კანდიდატი წარედგინებოდა პარლამენტს, რომ არა მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა. ამიტომ, თუ ამ სიიდან თუნდაც ერთ პირს აირჩევს პარლამენტი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩინჩალაძის კანდიდატების მხარს უჭერს“, აცხადებს ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.
