logo
ENG



16:00 საათზე 13 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

24 აპრ 202114:49
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

16:00 საათზე 13 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება. 

ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, 1-საათიან აქციაში მონაწილეობა მიიღონ მათთვის მოსახერხებელ ადგილას: 

  • გუმათიჰესთან
  • ბათუმი — ერას მოედანი
  • ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე
  • ბოლნისი — ცენტრალური შესასვლელი
  • რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერი
  • ზუგდიდი — მთავარი მოედანი
  • ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან
  • წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან (ტაბიძის )
  • ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან
  • ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან
  • ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩა
  • თერჯოლა - ცენტრი, საკათედრო ტაძარი
  • რუისი - აგრო ბაზრის მიმდებარედ; 

გოლეთიანის თქმით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის, მასშტაბური აქცია კი 23 მაისს, თბილისში გაიმართება. ისინი გააპროტესტებენ ხელისუფლების პოზიციას, აშენდეს ჰიდროელექტროსადგური რიონის ხეობაში. 

გოლეთიანმა თქვა, რომ აქციამდე დარჩენილი დრო მისთვის მომზადებას მოხმარდება. 

დღეს, 24 აპრილს, მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდება, ხოლო კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის. ამავე ცნობით, კომპანია ენკა პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს გააგრძელებს.

გუშინ, 23 აპრილს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ  სამ პირობასთან დაკავშირებით, მთავრობასთან შეთანხმება ვერ შედგა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას 2020 წლის ივლისიდან უწყვეტად აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 


close დახურვა