logo
ENG



16 ივლისიდან ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ლატვიაში ვეღარ შევლენ

15 ივლ 202421:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/15/4f045olb7gexcy5.png

ბელარუსის სანომრე ნიშნების მქონე მანქანები ლატვიაში ვეღარ შევლენ.

როგორც ლატვიის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებს ლატვიისა და ბელარუსის და ლატვიის და რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ.

უწყების განმარტებით, აკრძალვა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავის არიდების აღსაკვეთადაა მიღებული.

აკრძალვა არ ეხება დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის საელჩოებს, დელეგაციებსა და მისიებს.


close დახურვა