
პენტაგონის ხელმძღვანელს ინჯირლიკის ბაზის დახურვის მუქარასთან დაკავშირებით თურქ კოლეგასთან საუბარი სურს.
მარკ ესპერის თქმით, ინფორმაცია მან მედიით შეიტყო, ამიტომ სურს პირადად თურქეთის თავდაცვის მინისტრისგან გაიგოს, რამდენად სერიოზული იყო ან რას გულისხმობდა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, როდესაც შესაბამისი შინაარსის განცხადება გააკეთა.
თურქეთის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ორივე სამხედრო ბაზის დახურვით ანკარის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში დაემუქრა. ინჯირლიკის ავიაბაზაზე ვაშინგტონის ბირთვული იარაღი ინახება.