logo
ENG



ინფექციონისტი: ვაქცინა ადამიანს მძიმე გართულებებისგან იცავს და ამისთვის ღირს აცრა, სიტყვა აუცილებელსაც ვიხმარ

26 დეკ 201922:26
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინა ადამიანებს ყველა ინფექციისგან არ იცავს და საუბარია ლეტალობის თავიდან აცილებაზე.

„ადამიანებს გონიათ, რომ თუ აიცრებიან აღარც დაახველებენ, აღარც ტემპერატურა აუწევთ. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ვაქცინა არ იცავს სასუნთქი გზების ნებისმიერ ინფექციას. აქ ლაპარაკია, რომ იცავს გართულებისგან და ლეტალობისგან. კიდევ უფრო მაღალი ლეტალობის წლები გვახსოვს.

ვაქცინა ადამიანს მძიმე გართულებებისგან იცავს და ამისთვის ღირს აცრა და სიტყვა აუცილებელსაც ვიხმარ. ვაქცინამ თუნდაც იშვიათი გართულებებიც რომ თავიდან აგვაცილოს, ამისთვისაც კი აუცილებელია“, - აცხადებს ბუწაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინა პანაცეა არ არის და აქედან გამომდინარე, გრიპის ვირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავს.


close დახურვა