
თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა.
„პრივატ კლინიკის" ექიმები აცხადებენ, რომ ბავშვს სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე ღორის გრიპი არ დასტურდება, თუმცა როგორც ექიმები ამბობენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
„პაციენტი შემოვიდა ავადობის 3-დღიანი ანამნეზით. ბავშვს ჰქონდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა ცხელების ფონზე. პაციენტი გადაიყვანეს ხელოვნურ ვენტილაციაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა დამძიმდა, დასრულდა ლეტალური გამოსავლით“, - განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.