საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო, ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მთავრობის სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ წარადგინა. როგორც პრემიერა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში არამხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ ქვეყნის ეონომიკურ მგომაროებაზეც იზრუნოს.
გახარიას თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ტურიზმის სექტორი რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდეს. ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, 18 ათას კომპანიას ქონების და საშემოსავლო გადასახადები, 4 თვით გადაუვადდება.
"ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად, ღონისძიებები და ნაბიჯები პირველ რიგში, გადადმული იყო ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ხოლო შემდგომ რა თქმა უნდა, მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ეს გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკას, ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე იქნება საკმაოდ დიდი, მათ შორისო მსოფლიო მასშტაბით. პირველი დარტყმა მიადგება კომერციულ სფეროს. ამიტომ ძირითადი ამოცანაა სექტორს მივეხმაროთ, რათა მათ სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ. ყველა კომპანიას რომელსაც ობიექტური საჭიროება ექნება საბანკო სექტორი უზრუნველყოფს მათი სესხების რესტრუქტურიზაციას 3-4 თვის განმავლობაში ამით ტურიზმის სექტორში 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურს დავტოვებთ.
მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და ისეთი კომპანებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსრუს რესურს", - განაცხადა გახარიამ.