logo
ENG



18 მაისს ბერლინში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

17 მაი 202414:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/17/f1zxc4pk4kbkulh.jpg

18 მაისს, ბერლინში, Besselpark-ში, 15:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია მოძრაობა გზა.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე მოუწოდებენ მეგობარ ევროპელებს, "დროულად დაუდგნენ საქართველოს მხარში და დაასანქცირონ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები".

"საქართველოს ხელისუფლებამ უტიფრად მიიღო მოღალატეობრივი კანონი და ამით ის საბოლოოდ განუდგა საქართველოს ევროპულ მომავალს, ქართველ ხალხს და საქართველოს ისტორიულ მიზანს.

18 მაისს, ბერლინში, Besselpark-ში, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ არა მარტო რუსული კანონი, არამედ რუსული რეჟიმი საქართველოში!

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს საქართველოში და მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ დროულად მოუხმოს გონს და პროვოკაციების გარეშე მიიყვანს ქვეყანა არჩევნებამდე!

მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ევროპელებს, დროულად დაგვიდგნენ მხარში და დროულად დაასანქცირონ ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ქვეშევრდომები.

მოდით ყველა, მოიყვანეთ თქვენი მეგობრები, ნაცნობები, ერთად დავდგეთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნება და ერთიანობა აშინებთ. ვაჩვენოთ ვისია ჩვენი ქვეყნის მომავალი!

საქართველოს გზა და მომავალი ევროპაშია! რუსეთი არასდროს იქნება საქართველოს არჩევანი!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით აქცია დღეს ბრიუსელშიც გაიმართება. დემონსტრანტები ევროკომისიის შენობის წინ, 17:30 საათზე შეიკრიბებიან. 


close დახურვა