logo
ENG



18 მარტიდან საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება

16 მარ 202020:57
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით 18 მარტიდან საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება. საზღვარზე შემოუშვებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ არ გამოატარებენ არავის, ვისაც უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებას უზრუნველყოფს, თუმცა  ევროპაში ჩარჩენილი არაერთი მოქალაქე გამომგზავრებას ვერ ახერხებს.

ავიაბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ტურისტული კომპანიები ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ. მათი მთავარი მომხმარებლები ახლა სწორედ საქართველოს მოქალაქეები არიან, ვისი რეისებიც გაუქმდა. ბოლო სპეცრეისს ხვალ პოლონური ავიაკომპანია შეასრულებს. ლოტის ბორტი ჩვენს ქვეყანაში მყოფი პოლონეთის მოქალაქეების გასაყვანად დაეშვება, და სავარაუდოდ სამშობლოში დაბრუნების მსურველთა ნაწილს ჩამოიყვანს.

ტურისტული სეგმენტის გარდა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხემ კორექტივები ეკონომიკის ყველა სეგმენტის მუშაობაში შეიტანა. საკოორდინაციო საბჭომ დღესვე მკაცრი რეკომენდაცია კვების ობიექტებს მისცა.  18 მარტიდან კაფეებმაბარებმა და რესტორნებმა დახურულ სივრცეში კლიენტების მიღება-მომსახურება უნდა შეზღუდონ და მიტანის სერვისი გააფართოვონ.

კვების ობიექტების უმეტესობას მძიმე კრიზისის ფონზე პერსონალის შემცირება უკვე მოუხდა, ნაწილი დახურვის პირასაა. მიუხედავად ამისა, რესტორნების ნაწილი ქველმოქმედებას ეწევა და ლუგარის ლაბორატორიის და კლინიკების პერსონალისთვის საკვები მიაქვს.

 


close დახურვა