logo
ENG



ძვირფასო გე პე ი, ამიტომ ვერასოდეს გახდით ტექნიკური უნივერსიტეტი - თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან ერთად

16 იან 202023:35
3 წუთის საკითხავი
 
ag1l63oeocxg98x.jpg

„ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით,“ - ასე გადაცემის წამყვანი NDI-ის კვლევების შედეგებს გამოეხმაურა. მშვილდაძის განცხადებით, ისეთი შედეგებია, მაგრად თუ არ დავდექით, ბიძინა ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებს კი არა, საერთოდ არ დანიშნავს არჩევნებს.

„დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, NDI-მ, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამაზე უმრავლესობის დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ განაცხადა: 

მოდით, მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ: ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით.

ამ განცხადების წაკითხვის შემდეგ, დიდხანს ვიმსჯელეთ ხომ არ დაგვეხურა გადაცემა..არ ვართ დარწმუნებული, რომ ამაზე სასაცილო რამეს ამ გადაცემიდან კიდევ გაიგონებთ, საბოლოოდ, შევთანხმდით, რომ გადაცემა გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ უკეთესი რაღაცების მოსაფიქრებლად, დღეს კი, წინასწარ, 16 იანვარსვე ვაცხადებთ სიმონ ნოზაძეს 2020 წლის ტოპ ფრაზების გამარჯვებულად - გვესმის, რომ მთელი წელი წინაა, მაგრამ ასეთის ჯობნას ათწლეულები სჭირდება - ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორი მიმართულებით - ჩვენ ვიეჭვეთ, რომ სიმონსაც გაუჭირდებოდა ერთ დღეში ასეთი ფრაზის მოფიქრება, ვიეჭვეთ, რომ ისიც ათწლეულები ემზადებოდა ამის სათქმელად - ოლიმპიური წარმატება და აღიარება დიდი შრომის გარეშე არ მოდის, და ამიტომაც გადავწყვიტეთ გადავავლოთ თვალი მის ბიოგრაფიას და შეძლებისდაგვარად უფრო ახლოს გაგაცნოთ სიმონ ნოზაძე,“ - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

გადაცემაში ერთ-ერთი მონოლოგი ირაკლი შოთაძის შესაძლო გენპროკურორად დანიშვნასაც შეეხო, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა.

„გავიგეთ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამო გენერალური პროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე, ისევ გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს. და ვინ წარადგინა იცით? შოთაძე კანდიდატად წარადგინა "გე პე ი-მ". მართლა, ჩვენი მოგონილი ჭორი არ არის. დავინტერესდით როგორ, რატომ და აღმოჩნდა, რომ თურმე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შეუძლიათ გენერალური პროკურორის კანდიდატის წარდგენა და ამავდროულად ირაკლი შოთაძე ყოფილა "გე პე ი-ს" ასოცირებული პროფესორი. აი, ძვირფასო "გე პე ი", ამიტომ ვერასოდეს გახდით ტექნიკური უნივერსიტეტი და ამიტომ ხართ დღემდე გე პე ი - კარლო კოპალიანი რომ დაგინიშნეს კანცლერად პირდაპირ პარლამენტის უმრავლესობის წევრობიდან - ეგეც ახია თქვენზე,“ - განაცხადა გადაცემის წამყვანმა.

რაც შეეხება გადაცემის სტუმარს, ის ზალიკო ბერგერი იყო, რომელმაც წამყვანთან ერთად მიმდინარე მოვლენები შეაფასა.


close დახურვა