logo
ENG



1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

13 აგვ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
dtmrlumq3i35ekw.png

1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ამოცნობილია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ. ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის ინფორმაციით, ნეშტების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. 

"ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს. მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა