1 ბარელი ნავთობის ფასი 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა - 20 აპრილს მისმა ღირებულებამ 14$ შეადგინა.
როგორც გავლენიანი გამოცემა, Forbes წერს, არაა გამორიცხული, რომ ფასმა 10$-მდე დაიწიოს.
როგორც დასავლელი ანალიტიკოსები ამბობენ, 1 ბარელი ნავთობის ფასის რეკორდული კლება იმას უკავშირდება, რომ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების ფონზე აშშ-ში რეზერვები იზრდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს 1 ბარელი ნავთობის ფასი, საშუალოდ, 64$ იყო, ხოლო 2018-ში - 71$.