1 ბარელი ნავთობის ფასი რეკორდულად დაეცა - WTI ნავთობის შეძენა 1 ცენტადაა შესაძლებელი.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა FoxBusiness.com ავრცელებს.
დღესვე, 20 აპრილს 1 ბარელის ფასმა ჯერ 14$-მდე, ხოლო შემდეგ 11$-მდე დაიწია.
როგორც სფეროს ექსპერტები ამბობენ, ამის მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისია. მათი განმარტებით, ბაზარზე იკლო მოთხოვნამ, გაიზარდა რეზერვები, რის გამოც პროდუქტის ფასმა რეკორდულად დაიწია.