logo
ENG



1 მარტს გამოკვლევა 14 პაციენტს ჩაუტარდა, კორონავირუსი არცერთს აქვს

01 მარ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, 1 მარტს კორონავირუსზე გამოკლევა 14 პაციენტს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთ პაციენტს დაუდასტურდა.

როგორც პირველი ბოქსირებული განყოფილების გამგემ, მარინა ენდელაძემ განაცხადა ამჟამად კლინიკაში რვა პაციენტის პასუხს ელოდებიან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

„1 მარტს ინფექციური პათოლოგიის ცენტში ბოქსირებულ განყპფილებაში გახლდათ 30 პაციენტი, დღეს ორ ეტაპად ავუღეთ სისხლი 14 პაციენტს, მათგან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა. ამჟამად 19 პაციენტი შემოვიდა დამატებით, ისევ ველოდებით რვა პაციენტის პასუხს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახლავთ “, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 


close დახურვა