logo
ENG



1აშშ. დოლარი 2.99 ლარი - ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა

13 მარ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 
04fi9n34cntw7di.png

საქართველოს ეროვნული ბანკის განახლებული მონაცემებით 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942 ლარი გახდა. ამ ციფრით ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ისტორიული რეკორდი დაამყარა. 

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9494 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0448 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3421 ლარია. აქამდე, მოქმედი კურსი 3.3145 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0276 ლარი შეადგინა.


close დახურვა