ამინდის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა ელჭექით, ზოგან კი სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა, ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპიროს რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი ნალექი. სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4-ბალიან შტორმულ ღელვას ვარაუდობენ.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ სააგენტოში.