logo
ENG



2009 წელს ივანიშვილმა კომპანიას შავ ზღვაში 27 დელფინი დააჭერინა - შაბათის ფორმულა

04 ივნ 202220:10
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია, როგორ ინადირეს ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დავალებით შავ ზღვაში დელფინებზე და ეს უკანონო ბრაკონიერობა 2009 წელს მოხდა. ქართუ ჯგუფის დაკვეთით და ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გემებმა დელფინებზე სანადიროდ ზღვაში - იმჟამინდელი ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეცურეს. პირველი დაკვეთით შავ ზღვაში 15 დელფინი უნდა დაეჭირათ, რაშიც ივანიშვილი 300 ათას დოლარს იხდიდა. დელფინებზე სანადიროდ  ზღვაში რამდენიმე გემი გავიდა, დაკვეთა კომპანია მადაიმ მიიღო. პირველ ეტაპზე უკანონო ბრაკონიერობისას დელფინების დაჭერა გაჭირდა. წყარო, რომელიც ახლა ხელისუფლებისგან რეპრესიებისა და დევნის მსხვერპლია, შაბათის ფორმულას უყვება, რომ ზღვაში მორიგი გასვლისას ნაცვლად 15-სა 27 დელფინი დაიჭირეს, ნანადირევი ოლიგარქმა საკუთარ დელფინარიუმში წაიყვანა.  


close დახურვა