logo
ENG



200 ნაციონალი პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს - კობახიძე ისევ ენმ-ს ადანაშაულებს

26 ნოე 201915:32
3 წუთის საკითხავი
 
l8mqona2gh2zntx.jpg

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე საქართველოში შექმნილ ვითარებაში ისევ "ნაციონალური მოძრაობას" ადანაშაულებს. კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მუშაობა აქციების მიუხედავად უნდა გააგრძელოს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერები მართავენ. 

"ამაზე უნდა წუხდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს მათი პრობლემაა. მათ აქვთ კრიზისი. მათ აქვთ ისტერიული, ლოკალური აქციები. ამაზე მეტს ვერც ვერაფერს ახერხებენ. იყო შესაბამისი ადამიანების რაოდენობა, რაც მათ არ აძლევთ საშუალებას, რომ მდგომარეობა გაამწვავონ. პრობლემა იქნებოდა ის, რომ პარლამენტს დღეს არ ემუშავა. ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ის პრობლემები მოვაგვაროთ, რაც საზოგადოებას აწუხებს. „ნაცმოძრაობას" აქვს კრიზისი. კრიზისი იქნებოდა, პარლამენტის სხდომა დღეს რომ არ  ჩატარებულიყო. ვერანაირი 200 ნაციონალი პარლამენტის ბლოკირებას ვერ მოახდენს. მათ უნდა დაადასტურონ, რომ არ არიან დესტრუქციულები და აქვთ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუაბარში. 

 

 

 

 


close დახურვა