იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ერთი დღის განმავლობაში covid-19-ს 475 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყნის მასშტაბით დაავადების შედეგად გამოწვეული გართულებებით თითქმის 3 000 ადამიანი დაიღუპა.
გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთშიც. კოვიდ-19 აქ უკვე 110 ადამიანს დაუდგინდა. რუსეთში ინფიცირების 147 შემთხვევას ადასტურებენ.
ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთშიც გაიზარდა. თურქეთში კი ახალ კორონავირუსს მეორე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 191-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით ახალ კორონავირუსს 8 965 ადამიანი ემსხვერპლა. დაფიქსირებულია ინფიცირების 200 000-ზე მეტი შემთხვევა.
პანდემიის დაწყების დღიდან პირველად, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა ჩინეთის ქალაქ უხანში.