logo
ENG



2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დღეს განიხილება

10 ივნ 202008:40
3 წუთის საკითხავი
 
qe2vezpgbbi21dg.jpg

2020 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს განიხილავენ. მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე იქნება.

პარლამენტში განსახილველად შეტანილი ბიუჯეტის პროექტს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიცაში და აცხადებენ, რომ ამ სახის ბიუჯეტი ქვეყანას ეკონომიკური კრიზისან ვერ ამოიყვანს. ოპოზიციაში ახალი ბიუჯეტთან დაკავშირებით კითხვებიც უჩნდებათ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შეტანილია ყველა ის კორექტირება, რომელიც მოქალაქეების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვისთვისაა აუცილებელი. კომიტეტებზე პროექტის განხილვა დღეს იწყება და 17 ივნისს დასრულდება, ხოლო 26 ივნისამდე კანონპროექტი უნდა დამტკიცდეს.  


close დახურვა