logo
ENG



2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ოპოზიცია ხელისუფლებას დროის გაწელვაში ადანაშაულებს

05 მაი 202020:30
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდსაც საგანგებოდ რთულს და გაურკვეველს ხდის. არჩევნებამდე 6 თვით ადრე თამაშის წესები არ იციან არც პოლიტიკურმა პარტიებმა და არც ამომრჩევლებმა.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები პარტიებთან, ცესკოსთან და დამკვირვებლებთან.

პანდემიის პირობების შესაბამისად კენჭისყრის პროცედურასა და წინასაარჩევნო კამპანიაში ცვლილებების დროული შეტანის გარეშე, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებმა ლეგიტიმაციაც კი დაკარგოს.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი მიზანმიმართულად წელავს დროს, რომელიც ახლა მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს. 


close დახურვა