logo
ENG



2020 წელს ფოთის წლიური ბიუჯეტის 63% საკრებულოს დეპუტატების ხელფასებზე დაიხარჯა

02 თებ 202114:52
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/02/4ajsbh5k6bpd2cw.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წელს ფოთის საკრებულოს წლიური ბიუჯეტიდან, რომელიც 1 290 300 ლარს შეადგენდა, 63% (814 200 ლარი) საკრებულოში დასაქმებული 33 დეპუტატის ხელფასზე დაიხარჯა. 

ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს საკრებულოში 19 სხდომა გაიმართა და საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 120 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 64 გაცდენის შემთხვევა ქართული ოცნების წევრებზე მოდიოდა.

თანამდებობის პირებიდან ყველაზე მეტი სხდომა გააცდინეს

  1. მაია ჩხარტიშვილი, პატრიოტთა ალიანსი (15 გაცდენა, ანაზღაურება: 27 500 ლარი).
  2. ზურაბ ჩაჩუა, ქართული ოცნება  (13 გაცდენა, ანაზღაურება: 23 221 ლარი).
  3. პაატა ჩაგანავა (13 გაცდენა, ანაზღაურება: 24 200 ლარი).

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ გაცდენილი სხდომების მიუხედავად, ქალაქის საკრებულომ საწვავში 2020 წელს 39 644 ლარი დახარჯა. 


close დახურვა