logo
ENG



2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი 29 000-მა ქართველმა მოითხოვა, რაც რეკორდია

25 თებ 202320:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/25/sn0gd3s6gyrp5kf.jpg

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ცნობით, 2022 წელს ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ საქართველოს 29 000-მა შესახებ განაცხადა, რაც საქართველოსთვის 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

EUAA-ის ცნობით, მათგან 2022 წელს განაცხადი პირველად საქართველოს 26 400-მა  მოქალაქემ გააკეთა, განმეორებით კი 2 397-მა. თავშესაფრის მიღებაზე დადებითი პასუხი კი მათგან 4%-მა მიიღო.

შედარებისთვის, კოვიდპანდემიის დაწყებამდე 2019 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 22 118-მა მოქალაქემ გააკეთა.

წყარო: EUAA

EUAA-ის ცნობით, 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ჯამში 966 000-მა ადამიანმა მოითხოვა, მათი უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და თურქეთიდანაა. 2021 წელთან შედარებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღების შესახებ განაცხადების რაოდენობა 21%-ითაა გაზრდილი.

ამ რიცხვში არ შედიან უკრაინის მოქალაქეები. 2022 წლის 4 მარტს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დროებითი უსაფრთხოების დირექტივის ფარგლებში, დაახლოებით 4 მილიონმა უკრაინელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე დროებითი თავშესაფარი დაჩქარებული წესით მიიღო.


close დახურვა